|
2023-02-06 17:21:41, 920 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისათვის ქცევის წესები დაწესდება
საქართველოს პარლამენტი ჟურნალისტებს ცენზურას უწესებს. 1-ელი მარტიდან აკრედიტაცია მედია საშუალებების განსაზღვრულ ჯგუფს მიეცემა და იმ შემთხვევაში შეუნარჩუნდება, თუ "საპარლამენტო მუშაობას ხელს არ შეუშლიან". მედიის შეზღუდვის მორიგი მცდელობა დღეს შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე დააანონსა. მისი თქმით, აკრედიტებულ ჟურნალისტს პარლამენტის მიერ განსაზღვრული ქცევის წესების შესრულება მოუწევს, კერძოდ:
“აკრედიტაციის წესი ორ ძირითად პრინციპს დაეფუძნება. პირველი ეს არის, რომ ხელი შევუწყოთ მედიას იმისთვის, რომ ყველაფერი, რაც მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია გაშუქდეს, საპარლამენტო საქმიანობა გაშუქდეს. მეორეს მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტში სამუშაო გარემო. იქნება საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია, რომელიც მიეცემა იმ მედიის წარმომადგენლებს, რომლეებიც აშუქებენ საპარლამენტო საქმიანობას. მათ ამ აკრედიტაციის პარლამენტში შემოსვლა დაუბრკოლებლად შეეძლებათ. იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება ცალკეული სიუჟეტი მოსამზადებელი იყოს ან იყოს ისეთი მედია, რომელიც არ არის აკრედიტებული, უცხოურ მედია მაგალითად, იმოქმედებს სპეციალური აკრედიტაცია, რომელიც ერთი დღის განმავლობაში სპეციალურად სიუჟეტის, მასალის მოსამზადებლად იმოქმედებს. არის რაოდენობები დადგენილია - დიდ მედიებს, მაუწყებლებს, რომელთაც ეროვნული მაუწყებლობა აქვთ, შვიდი გადამღები ჯგუფის აკრედიტირების შესაძლებლობა ექნებათ. სხვა ტელევიზიებს - სამი გადამღები ჯგუფის. ჯგუფში შედის, როგორც ჟურნალისტი, ასევე ოპერატორი და ტექნიკური პერსონალი. გაზეთებისთვის და ჟურნალებისთვის - ორი ჟურნალისტი, რადიო - ორი, ონლაინ გამოცემა - ოთხი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)