04:44 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-06 13:14:16, 1250 ნახვა

სამართალი
ალასანია - იმედია, დადებითი გადაწყვეტილება იქნება, უარყოფითის შემთხვევაში, სტრასბურგს მივმართავთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს, დაცვის მხარე სტრასბურგს მიმართავს.

როგორც ალასანიამ კლინიკა "ვივამედში" ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებს უთხრა, მოსამართლე გიორგი არევაძეს არჩევანის გაკეთება სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის მოუწევს.

"ძალიან სუსტად არის, რა თქმა უნდა, ეს ბოლო დღეები. რაც შეეხება მოლოდინებს - არ ვიცით არაფერი. მე იმედი მაქვს, რომ იქნება დადებითი [გადაწყვეტილება]. თუ იქნება, ღმერთმა ნუ ქნას, უარყოფითი, ეს იმას ნიშნავს, რომ პუტინის ინტერესებში იქნება ეს ყველაფერი. უარყოფითის შემთხვევაში, ვაპირებთ სტრასბურგს... მომასამართლე არჩევანს სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის აკეთებს. სასამართლოსა და მთლიანად ქვეყნისთვის ეს გამოცდაა", - თქვა ალასანიამ.

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე ბოლო სხდომა გაიმართება. 

პროცესზე მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოსთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე გიორგი არევაძე სათათბიროდ გავა. არ არის გამორიცხული, მოსამართლემ გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს.

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics