|
2023-02-05 18:41:04, 936 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - დღეიდან ვაღიარებთ საქართველოს მხოლოდ ერთ მტერს - ეს არის რუსი ოლიგარქი ივანიშვილი და მისი „რუსული ოცნება“
დღეიდან ვიწყებთ ახალი ფურცლიდან და ვაღიარებთ საქართველოს მხოლოდ ერთ მტერს, რომელსაც აქვს სახელი - ეს არის რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი "რუსული ოცნება", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. პარტიის რიგით მე-10 ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ენმ-ი 24-საათიან რეჟიმში "მუხლჩაუხრელ მუშაობას" იწყებს. "დღეს ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ვართ ისტორიის გზაგასაყარზე - ჩვენი ისტორიული ოჯახი ევროპაა თუ პუტინის ტერორისტი, მკვლელი, ბოროტი რუსეთი. სწორედ ამიტომ, დღეიდან ვიწყებთ ახალი ფურცლიდან და ვაღიარებთ საქართველოს მხოლოდ ერთ მტერს, რომელსაც აქვს სახელი - ეს არის რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი "რუსული ოცნება"... ჩვენ არ გვაქვს არც ერთი წამი დასაკარგი და 24-საათიან რეჟიმში ვიწყებთ აქტიურ, მუხლჩაუხრელ მუშაობას. დადგა დრო, რომ ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვოთ რუსულ ბოროტებაზე, გაჭირვებაზე, "რუსულ ოცნებასა" და ბიძინა ივანიშვილზე... ჩვენი მთავარი პრიორიტეტები იდენტურია 2003 წელთან. ახლაც დასამარცხებელია გაჭირვება, უმუშევრობა, კრიმინალი, უიმედობა და უპერსპექტივობა. ახლა კიდევ უფრო ფესვგადგმულია კრემლის აგენტურა ხელისუფლებაში და მართვის სადავეები სრულად უპყრია რუსეთის, პუტინის პირად მსახურ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენს პრიორიტეტად კვლავ რჩება ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაცია, უკრაინასთან, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად გამარჯვება ბოროტებაზე. "ნაციონალური მოძრაობა" იქნება ყველგან, სადაც ხალხის პრობლემებია, სადაც უსამართლოდ ადამიანების ჩაგვრაა", - განაცხადა ხაბეიშვილმა. პარტიის ლიდერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ასევე სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა. "უახლოეს პერიოდში დავიწყებთ რეგიონებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისების გახსნას. ჩვენ შევქმენით პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი, რომელსაც უხელძღვანელებს გიორგი ჩალაძე. უახლოეს პერიოდში, თბილისის "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ექნება ახალი ოფისი. დედაქალაქში ჩავატარებთ თბილისის კონფერენციას, ავირჩევთ პარტიის ხელმძღვანელებს, დავიწყებთ ახალგაზრდული ორგანიზაციის ფორმირებას, ჩავატარებთ ახალგაზრდულ ყრილობასა და ასევე, დამოუკიდებელი სივრცე ექნება ახალგაზრდებს. დავიწყებთ რეgიონული და რაიონული კონფერენციების მომზადებას", - დასძინა ლევან ხაბეიშვილმა.
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)