|
2023-02-05 13:09:32, 917 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი სააკაშვილზე - საქართველოს მთავრობა ასრულებს იმ მუქარას, რომელიც პუტინმა ათიოდე წლის წინ გააჟღერა
საქართველოს მთავრობა, რომელიც ძლიერად არის დამოკიდებული რუსეთზე, ფაქტობრივად, ასრულებს იმ მუქარას, რომელიც პუტინმა ათიოდე წლის წინ გააჟღერა, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მარგველაშვილმა Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს "თუნდაც დაერღია სისხლის სამართლის კოდექსის ყველა მუხლი", მას ციხეში არ უნდა აწამებდნენ და კლავდნენ. "საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც რუსეთი თავს დაესხა მას შემდეგ, რაც პუტინმა 2007 წელს ახალ აგრესიულ პოლიტიკას ჩაუყარა საფუძველი. შემდეგ პუტინი სააკაშვილს დაემუქრა. ასე რომ, ახლა საქართველოს მთავრობა, რომელიც ძლიერად არის დამოკიდებული რუსეთზე, ფაქტობრივად, ასრულებს იმ მუქარას, რომელიც პუტინმა ათიოდე წლის წინ გააჟღერა. მე მიხეილ სააკაშვილის კრიტიკოსი ვიყავი თითქმის მთელი ჩემი პოლიტიკური კარიერის მანძილზე, მაგრამ ახლა საკითხი სხვაგვარად დგას. თუნდაც მას დაერღვია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ყველა მუხლი, ჩვენ მაინც არ გვაქვს უფლება, რომ ის ციხეში ვაწამოთ და მოვკლათ", - აღნიშნა მეოთხე პრეზიდენტმა. მარგველაშვილის თქმით, იმ ფონზე, როდესაც სააკაშვილი მოწამლეს და მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, ადეკვატური მკურნალობის მისაღებად, საჭიროა ექსპრეზიდენტის გათავისუფლება. "რამდენიმე დამოუკიდებელმა საერთაშორისო კომისიამ, მათ შორის ამერიკელმა ექსპერტებმა, დაადგინეს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და მათი მოგვარება შეუძლებელია თუ ის პატიმრობაში დარჩება. გარდა ამისა, დადგინდა, რომ მას აქვს მძიმე მეტალები ორგანიზმში, რაც იმის დასტურია, რომ ის მოწამლეს. ყველაფერი ეს იმის მანიშნებელია, რომ სააკაშვილი ცუდად არის და საჭიროა მისი გათავისუფლება ადეკვატური მკურნალობისთვის. ჩვენ უნდა დავიცვათ სიცოცხლე მიუხედავად იმისა, მოგვწონს ეს ადამიანი პოლიტიკურად თუ არა. გარდა ამისა, საქართველოს პირველი პრეზიდენტი გადატრიალების დროს მოკლეს, რომელშიც რუსები აქტიურად მონაწილეობდნენ. მეორე პრეზიდენტის მოკვლა ორჯერ სცადეს ადამიანებმა, რომლებიც ახლა რუსეთში ცხოვრობენ. ახლა კი, მესამე პრეზიდენტს, რომელიც მტკიცედ იდგა პუტინის წინააღმდეგ, ვაწამებთ, რაც უარყოფითად მოქმედებს ჩვენს საერთაშორისო იმიჯზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)