23:14 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-03 11:44:13, 821 ნახვა

საზოგადოება
ბრეგაძე - როდესაც სააკაშვილს შევთავაზეთ კლინიკაში გადაყვანა, წამოაყენეს პირობები, რომლებიც საერთოდ არ შეეხებოდა მკურნალობას

როდესაც მას შევთავაზეთ კლინიკაში გადაყვანა, წამოაყენეს პირობები, რომლებიც საერთოდ არ შეეხებოდა მკურნალობას,- ამის შესახებ  იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა. 

„სრულ სურათს უნდა შევხედოთ, რადგან, მეტწილად, რასაც ვუყურებთ, მიდის კონტექსტიდან ამოგლეჯილი მსჯელობა და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი დააბრალო და მერე ამის უარყოფა აღარც გჭირდება. მე ყოველთვის პირადად ვციტირებ ან ექიმის განცხადებას, ან, ვთქვათ, შესაბამისი ექსპერტისას, მოგვყავს მტკიცებულებები, ვუთითებთ წყაროებს და აქ მთავარია, უბრალოდ, ვინმეს რამე დააბრალო. ზოგადად, მთელი სიტუაცია არის არათანმიმდევრული და ბევრი ეპიზოდის გახსენება შემიძლია. როდესაც ჩვენ მას შევთავაზეთ, რომ გადაგიყვანთ კლინიკაში, წამოაყენეს პირობები. ეს პირობები საერთოდ მკურნალობას არ შეეხებოდა. ანუ იყო ერთგვარი ულტიმატუმი,  რაზეც ჩვენ შემდგომ შევუთვალეთ, რომ თუკი ულტიმატუმების ენით გააგრძელებდა საუბარს,  არ გადავიყვანდით და  იმ წამს ეს ულტიმატუმები შეწყდა და გადავიდა", – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში სააკაშვილის თემაზე საუბრისას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics