|
2023-02-03 09:32:51, 719 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - სააკაშვილის მდგომარეობის გარშემო მიმდინარე მოვლენები არის კამპანია სამართლებრივი სახელმწიფოს წინააღმდეგ
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE"-ში განაცხადა, რომ მთელი 500 დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო მიმდინარე კამპანია არის კამპანია საქართველოს, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს, წინააღმდეგ. „მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს საქართველოს, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს, წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომელიც მიზნად ისახავს ერთადერთ რამეს – და ეს არის საქართველო, რომელიც დღეს არის სანიმუშო სამართლებრივი სახელმწიფო, წარმოჩნდეს როგორც უსამართლო სახელმწიფო. ბუნებრივია, ჩვენ ამის უფლებას ვერავის მივცემთ და ყოველთვის შევეცდებით და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძის თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში სააკაშვილის უფლებადამცველების მხრიდან აგორებული მორიგი ცრუ კამპანია პატიმრის რეანიმაციაში გადაყვანის შესახებ მიზანმიმართულად მიმდინარეობდა, რათა საზოგადოებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მცდარი და მძიმე შთაბეჭდილება დარჩენოდა; ეს უკანასკნელი კი, თვითდაზიანების გზით თავისუფლების მოპოვების მიზანს ემსახურება. „ეს არის შეგნებული ნაბიჯები, რომლებიც იდგმება იმისათვის, რომ საზოგადოებაში ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო შეიქმნას მცდარი წარმოდგენები, ხელოვნურად მოხდეს აღქმების კიდევ უფრო მეტად გამძაფრება და, საბოლოო ჯამში, მოპოვებულ იქნეს თავისუფლება თვითდაზიანების გზით. მცდარ წარმოდგენებში ვგულისხმობთ იმას, რომ, როდესაც ადამიანს არ ესაჭიროება რეანიმაციაში გადაყვანა და შემდგომ საზოგადოებამ იფიქროს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ახლა რაც შეეხება სიცრუის მხილებას – ჩვენ მოვისმინეთ განცხადება, თუ არ ვცდები, მათ შორის, ეს იყო ბატონი ჩალაძე, ასევე, ადვოკატი და სხვები, რომ სააკაშვილი გადაჰყავდათ რეანიმაციაში და, ბუნებრივია, ამ საკითხმა შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული მღელვარება საზოგადოებაში, როდესაც ვრცელდება მსგავსი ტიპის ყალბი ინფორმაცია. ბოლოს ყველამ ვნახეთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და იყო კიდევ ერთ ტყუილში გამოჭერა. ჩვენ მრავალგზის განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვეყრდნობით ექიმების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და არა პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების უსაფუძვლო გამონათქვამებს", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)