|
2023-02-02 14:04:51, 753 ნახვა
პოლიტიკა
იოჰანეს ჰანი - საქართველოს მთავრობას აქვს იურიდიული პასუხისმგებლობა, რომ შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც აღებული აქვს ევროკავშირთან
იურიდიული პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას აქვს იმაზე, რომ უზრუნველყოს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც აღებული აქვს ევროკავშირთან,- ამის შესახებ ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალყურს იმ ანგარიშებს, სადაც ასახულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასევე იმ განცხადებებს, რომელსაც აკეთებს საქართველოს მთავრობა. „ძალიან დიდი ყურადღებით თვალყურს ვადევნებთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილი იყო დაპატიმრებული იმ ბრალდებით, რომ ბოროტად გამიყენა ძალაუფლება. ის გადაიყვანეს ციხიდან 2022 წლის მაისში საავადმყოფოში. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს იმ ანგარიშებს, სადაც ასახულია ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასევე იმ განცხადებებს, რომელსაც აკეთებს საქართველოს მთავრობა. ჩვენმა დელეგაციამ, რომელიც წარმოდგენილია საქართველოში, ყურადღება მიაქციეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებებს სააკაშვილის მდგომარეობაზე, ასეთ შემთხვევაში და სხვა წინა შემთხვევაშიც. კიდევ ერთხელ გავიმეორეთ, რომ საქართველოს მთავრობა პასუხს აგებს ბატონი სააკაშვილის მდგომარეობაზე და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იურიდიული პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას აქვს იმაზე, რომ უზრუნველყოს საქართველოს პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც აღებული აქვს ევროკავშირთან. ჩვენ ასევე ვამბობთ, რომ მისი უფლებები სასამართლოში დაცული უნდა იყოს, ისევე როგორც დაცული უნდა იყოს მისი უფლება, დაესწროს საკუთარ სასამართლოებს. ამიტომ, ევროკავშირის პოზიცია ძალიან მკაფიოდ იყო მიტანილი საქართველოს მთავრობამდე. თუ სააკაშვილის მდგომარეობა არის კრიტიკული, მისი ჯანმრთელობა არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ სხვადასხვა მხარეების მხრიდან, უნდა იყოს მხედველობაში მიღებული დამოუკიდებელი დასკვნა, რომელიც დადებული იყო სააკაშვილის ჯანმრთელობასთან მიმართებაში“,- განაცხადა ჰანმა. ცნობისთვის, დებატები ევროპარლამენტარ ანნა ფოტიგას ინიციატივით ტარდება. 1-ელ თებერვალს, სხდომაზე ფოტიგამ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის შესახებ ყველა ინფორმირებულია. მის წინადადებას მხარი კენჭისყრაზე დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა.
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
WaPo: ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელისგან ირანთან ომისთვის რაკეტების დეფიციტის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)