|
2023-02-01 12:24:13, 851 ნახვა
საზოგადოება
ალასანია სააკაშვილზე - პალატაშია, არ ვიცი რატომ არ გადაიყვანეს, ადამიანს აქვს შავი ფერი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში ისევ არ გადაუყვანიათ. როგორც გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ექსპრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომას დაესწროს, თუმცა უცნობია, მისცემს თუ არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას. "ისევ არის პალატაში, არ ვიცი რატომ არ გადაიყვანეს. მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ვიცი, რომ ადამიანს აქვს შავი ფერი აბსოლუტურად, ჩავარდნილი ყველაფერი. საწამლავი ისევ აქვს ორგანიზმში, ნევროლოგიური მდგომარეობა ისევ იგივეა. პროცესი იწყება, აპირებს ჩართვას, თუ მისცა ჯანმრთელობის მდგომარეობამ საშუალება, ყოველ შემთხვევაში თვითონ განწყობილია, რომ ჩაერთოს",- განაცხადა ალასანიამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს რეანიმაციაში გადასაყვანად ამზადებდნენ. მისივე თქმით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზეა. აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა კლინიკა "ვივამედის" დირექტორმა, ნინო ნადირაძემ. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი რეანიმაციაში არ გადაუყვანიათ და ისევ "ვივამედის" პალატაში იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)