02:04 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-31 13:33:21, 945 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ ჩხაიძე - „ვივამედის“ პერსონალი წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ მუშაობს, გვემუქრებიან - ყველა პირი დასახელდება

ეს მუდმივად ხდებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში, კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ, მუქარის ქვეშ - მემუქრებიან მათ შორის მეც და ჩემი ოჯახის წევრებსაც, - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

ჩხაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მუქარის ავტორი ყველა პირის ვინაობა დასახელდება და გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნულ ქმედებებს სამართალდამცავი ორგანოების შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

"კონკრეტული ადამიანები, რომლებიც გვემუქრებიან ყველა ექიმს - იქნება კონკრეტულად ეს დასახელებული, ამიტომ ვაკეთებ განცხადებას. წარმოუდგენელი სტრესის ქვეშ მუშაობს პერსონალი იმიტომ, რომ უკვე გადავიდნენ მუქარებზე არა ჩვენზე კონკრეტულად, უკვე ოჯახის წევრებზე. ამიტომ, ყველა ეს ადამიანი დასახელდება, ყველა ამ ადამიანით, ალბათ, დაკავდება შესაბამისი სამსახურები, მე ვფიქრობ - რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს და ყველა ამ ქმედებას მოჰყვება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ეს იცოდეს ყველამ. მემუქრებიან მათ შორის მეც და ჩემი ოჯახის წევრებსაც. ეს არის სატელეფონო, სოციალური ქსელით და ა.შ." - ამბობს ზურაბ ჩხაიძე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics