|
2023-01-30 23:12:06, 1076 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ევროკავშირმა სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და აჩვენოს რუსეთს, რომ საქართველოს ევროავშირის მხარდაჭერა აქვს
ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და რუსეთის ფედერაციას აჩვენოს, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირის მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერ კარლ ნეჰამერთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საუბრისას განიხილეს საქართველოს ოკუპაციის საკითხი, რომელიც კვლავ დიდ პრობლემად და გამოწვევად რჩება, ამასთან ერთად საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს და აღინიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოებისთვის უკრაინაში წარმოებული ომი უდიდესი გამოწვევაა. პრეზიდენტმა დასძინა, რომ შეხვედრის დასასრულს ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მზაობა ავსტრიის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერის თაობაზე. „შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველომ ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება უნდა გააგრძელოს. ამავე დროს, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და რუსეთის ფედერაციას აჩვენოს, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირის მხარდაჭერა. საუბარი შეეხო ოკუპაციას, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება და აღინიშნა, რომ ქვეყანა არ გადაუხვევს მის მიერ დეკლარირებულ პოლიტიკას, რაც ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენას გულისხმობს. ამასთან, საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს და აღნიშნა, რომ ის ევროპის უსაფრთხოებისათვის უდიდესი გამოწვევაა. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობასაც. შეხვედრის დასასრულს ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მზაობა ავსტრიის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერის თაობაზე“, - ვკითხულობთ პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რატი იონათამიშვილი – ხალხი, ვინც დღეს კრიმინალზე პროპაგანდას ავრცელებს, რეალურად წარმოადგენს წინა ხელისუფლებას, რომლის დროსაც კატასტროფული სიტუაცია იყო
ეკა კუპატაძე – ბრძოლის სერიოზული ეტაპი ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვს, თუმცა მაინც შეიძლება ვთქვათ, რომ სამართალი აღდგა
კახა კახიშვილი - თითქმის მთელი ქვეყნის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენასთან დაკავშირებით განმარტებამ კითხვებზე პასუხების ნაცვლად, მეტი ეჭვი გააჩინა
ევროკავშირის წარმომადგენლობა - მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავზე, ევროკავშირი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)