02:04 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-30 17:58:05, 761 ნახვა

საზოგადოება
სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით 29 დევნილსა და ეკომიგრანტს გრანტი გადაეცა

სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით 29 დევნილსა და ეკომიგრანტს გრანტი გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დევნილები და ეკომიგრანტები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული,  7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდნენ. საქმიანობის გაფართოებისა თუ წამოწყებისთვის საჭირო ტექნიკა, დანადგარები და ინვენტარი იძულებით გადაადგილებულმა პირებმა თავად შეარჩიეს.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს.

პროგრამა სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის – ,,მოწყვლადი დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში (EPIC)’’   ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics