|
2023-01-29 13:36:07, 1001 ნახვა
პოლიტიკა
არჩევნების მეორე დღე „ნაცმოძრაობაში“ - მონაწილეობა 70%-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო
მეორე დღეა, რაც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, 70%-ზე მეტმა რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. როგორც გიორგი მუმლაძის წარმომადგენელმა საარჩევნო კომისიაში, ალექსანდრე მილოვარამ განაცხადა, ხმის მიცემის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა, ვინაიდან იყო ჰაკერული შეტევის მცდელობა. "იყო ჰაკერული შეტევა სისტემაზე, მაგრამ როგორც ამერიკელები ირწმუნებიან, ბოროტმოქმედებმა ვერ შეაღწიეს სისტემაში. ფაქტები რჩება ფაქტებად და აუცილებელია მოკლე დროში გამოსწორდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნების დასრულების შემდეგ, ეს ფაქტები შეიძლება გახდეს ის მტკიცებულებები, რომლებმაც გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე",- განაცხადა ალექსანდრე მილოვარამ. შეგახსენებთ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნებში ხმის მიცემა 28 იანვარს, დილის 10:00 საათზე დაიწყო და 30 იანვარს დილის 10:00 საათზე დასრულდება. პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი: მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვიან.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)