|
2023-01-28 18:25:44, 1408 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მეორე ტური არ იქნება, პარტიას დასაკარგი დრო არ აქვს
51%-ზე მეტმა ამომრჩეველმა ხმა მისცა, მეორე ტური არ იქნება,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არანაირი დასაკარგი დრო "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს და უკვე ისედაც ბევრი დრო დაკარგეს. "ამ დროისთვის 51%-ზე მეტმა რეგისტრირებულ ამომრჩეველმა ხმა დააფიქსირა - 25 000-ზე მეტმა ადამიანმა. მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ არანაირი მეორე ტურები ნაციონალურ მოძრაობაში არ იქნება, არანაირი დასაკარგი დრო ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს. ისედაც ბევრი დავკარგეთ ჩვენდა სამწუხაროდ, მათ შორის ნოემბრიდან მოყოლებული კარგი იქნებოდა, რომ უფრო სწრაფად დაგვემთავრებინა ეს პროცესი. მე მინდა დარჩენილ 49-48%-ს მოვუწოდო, რომ სასწრაფოდ მიიღეთ მონაწილეობა და გახდით ცვლილებების თანამონაწილე:,- განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს. ხმის მიცემა 28 იანვარს, დილის 10:00 საათზე დაიწყო და 30 იანვარს დილის 10:00 საათზე დასრულდება. პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი: მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვიან.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)