|
2023-01-28 11:57:53, 1390 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია - კრემლი თავის სპეცოპერაციას საქართველოს ხელისუფლების ხელით ახორციელებს
მზადდებოდა ოპერაცია უკრაინაში და ამ დროს ის მიხეილ სააკაშვილი არ უნდა ყოფილიყო ზელენსკის გვერდით, ეს იყო ამოცანა და ამ ამოცანას მიაღწია კრემლმა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით,სამწუხაროა, რომ კრემლი თავის სპეცოპერაციას საქართველოს ხელისუფლების ხელით ახორციელებს. "Spiegel-მა დაბეჭდა ინტერვიუ საკმაოდ ვრცლად და ეს უკვე მეტყველებს ძალიან დიდ ინტერესზე დასავლურ საზოგადოებაში და საერთოდ მსოფლიოში. ახლა ყველაზე გავრცელებული ტერმინია საინფორმაციო-ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია და ჩემი შვილის შემთხვევაში ასე იყო, რომ მიდიოდნენ სხვადასხვა ადგილებში, სადაც ნახავდნენ, აეროპორტი იქნებოდა, კაფე იქნებოდა თუ ქუჩა, მიდიოდნენ და არწმუნებდნენ, რომ მისი ჩამოსვლა სასწრაფოდ არის აუცილებელი და ეს უსათუოდ უნდა მოხდეს ოქტომბრამდე. რატომ? - იმიტომ, რომ მზადდებოდა ოპერაცია უკრაინაში და ამ დროს ის არ უნდა ყოფილიყო ზელენსკის გვერდით, ეს იყო ამოცანა და ამ ამოცანას მიაღწია კრემლმა - ჰყავთ ახლა აქ გამოკეტილი წელიწადი და ოთხი თვეა, ფაქტობრივად კლავენ. კრემლი აკეთებს ამას, ეს არის კრემლის სპეცოპერაცია, რომელსაც, სამწუხაროდ, აკეთებენ ქართული ხელისუფლების ხელით“,- განაცხადა ალასანიამ. შეგახსენებთ, რომ გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა მიხეილ სააკაშვილის ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)