|
2023-01-26 22:00:41, 1204 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - არ ვიკადრებთ, რომ ვინმე პოლიტიკური შეხედულებების გამო დავაზიანოთ, ხელი შევუშალოთ ან პირიქით, ხელი შევუწყოთ
მუნიციპალიტეტს აქვს უფლებამოსილება, შეცვალოს ზონები, რომლებსაც ახალი გენგეგმით შეეცვალათ სტატუსი ან მოხდეს მათი ადგილმონაცვლეობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომენტირებისას განაცხადა. „ძალიან ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიყვანო იმისა, რომ კონკრეტულ არეალებში რეკრეაციული ზონის სტატუსი შეცვლილა სხვადასხვა ზონით ან პირიქით. ეს არ არის გამონაკლისი. თქვენ ხედავთ, ლაგუნას მიმდებარე სივრცე როგორ არის განვითარებული. ქარხნის, საწარმოს ტერიტორია იყო. შეიძლება, რომ ქარხნის ტერიტორიას ედოს რეკრეაციული სივრცის სტატუსი? ჩვენ გვაქვს უფლებამოსილება იმისა, რომ შეიცვალოს ასეთი ზონები ან მოხდეს ადგილმონაცვლეობა. გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც კერძო მესაკუთრეებს გაუუარესდათ მდგომარეობა მიწის ზონალური სტატუსის შეცვლით, როდესაც მივიღეთ გენერალური გეგმა. მაშინვე გაჩნდა ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია მუნიციპალიტეტმა იმსჯელოს ასეთ საკითხებზე და მიიღოს გადაწყვეტილება - ან გამოისყიდოს ასეთი მიწები, ან შეუცვალოს ზონირება. ქალაქგეგმარების და ურბანული თვალსაზრისით, იმ კონკრეტულ არეალში ვერ ვხედავ პრობლემას, რომ განვითარდეს და მოწესრიგდეს ეს სივრცე“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, შენარჩუნდება საცურაო აუზის სივრცე და მუნიციპალიტეტი მზადაა, ამ სივრცის აღდგენითი სამუშაოების პროექტზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან ერთად იმსჯელოს. „მთავრობის სხდომაზეც ვისაუბრე, რომ გამოვხატავთ მზადყოფნას, ჩაერთოს ყველა მსურველი, იქნება არქიტექტორი თუ დიზაინერი და ერთად შევიმუშაოთ აღდგენითი სამუშაოების პროექტი. თქვენ იცით, რომ 2015 წელს ძალიან მძიმედ დაზიანდა რაც შეეხება ქარხნის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას, დედაქალაქის მერის თქმით, ამაზე თბილისის მერიის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურები იმსჯელებენ. „ჩემს მოწონებაზე არ არის ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა. მუნიციპალიტეტს ჰყავს არქიტექტურის და ურბანული განვითარების სამსახურები, სადაც მუშაობენ კვალიფიციური სპეციალისტები, პროფესიონალები და ყველას ჩართულობით იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მიერ მშენებლობის ნებართვის საკითხზე მსჯელობა ვერასოდეს გახდება პოლიტიკურ შეხედულებებზე დამოკიდებული. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ არცერთი ნებართვა არ გაიცემა სატრანსპორტო კვლევის გარეშე. „თქვენ იცით, რამდენი მშენებლობა მიმდინარეობს ქალაქში და რამდენ კვადრატულ მეტრზე გაიცემა ყოველწლიურად სამშენებლო ნებართვები? არასდროს უკან არ დაგვიხევია ინფორმაციის მოწოდებაზე. სამწუხაროდ, თქვენ არ აშუქებთ და არ გინდათ, ის სიმართლე, რაც თქვენთვის მიუღებელია, საზოგადოებას მიაწოდოთ. ბიძინა ივანიშვილი და „ქართუ“, რა თქმა უნდა, არაფერ შუაშია, ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით და ჩემი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ არავის წინააღმდეგ ჩემი თანამდებობა არ გამომიყენებია პოლიტიკური ნიშნით. არასოდეს გვიკადრია და არ ვიკადრებთ, რომ ვინმე პოლიტიკური შეხედულებების გამო დავაზიანოთ, ხელი შევუშალოთ ან ხელი შევუწყოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)