|
2023-01-26 18:06:25, 1276 ნახვა
პოლიტიკა
მელია - მხარდამჭერები თუ არ იაქტიურებენ, ამ პარტიის მართვაც მოხდება ისე, როგორც იმართება ეს ქვეყანა - არაფორმალური მმართველის მიერ
მხარდამჭერებმა ცხადად დაინახეს საფრთხე - რომ თუ არ იაქტიურებენ ამ პარტიის მართვაც ზუსტად იმავე სტილში მოხდება, როგორც იმართება ეს ქვეყანა - არაფორმალურ მმართველის მიერ, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. მისივე თქმით, პარტია უნდა იმართებოდეს ხალხის რჩეულის მიერ და არა მათ მიერ, ვინც კულისებშია და გავლენა ფულის გამო აქვთ. მან დასძინა, რომ არჩევნები შეიძლება ორი შედეგით დასრულდეს, ან პარტია გაძლიერდება და გაიზრდება ნდობა მის მიმართ, ან საბოლოოდ გადავა სულის ღაფვის რეჟიმში. "რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. დარეგისტრირდა 49 447 ამომრჩეველი. რამ განაპირობა საზოგადოების ასეთი მძაფრი ინტერესი და აქტიურობა? ამომრჩევლებმა, მხარდამჭერებმა ცხადად დაინახეს საფრთხე - რომ თუ არ იაქტიურებენ ამ პარტიის მართვაც ზუსტად იმავე სტილში მოხდება, როგორც იმართება ეს ქვეყანა - არაფორმალურ მმართველის მიერ. ხალხს უნდა რომ არაფორმალური გავლენებისგან დაიცვას და გადაარჩინოს პარტია! ხალხს უნდა რომ პარტიაზე გავლენა ჰქონდეს ხალხს და არა ფულს. ხალხს უნდა რომ პარტია იმართებოდეს მათი რჩეულის მიერ და არა მათ მიერ, ვინც კულისებშია. ხალხს უნდა რომ პროცესები მიჰყავდეთ ლიდერებს და არა რუხი კარდინალების წარმომადგენლებს. ფარული კენჭისყრა 28 იანვარს დაიწყება და 30 იანვარს 10 საათზე დასრულდება. ეს არჩევნები ღირებულებითი არჩევნებია. ეს არჩევნები შეიძლება დასრულდეს ორი შედეგით. ან პარტია არათუ გადარჩება, მნიშვნელოვნად გაძლიერდება - გაიზრდება როგორც მხარდამჭერთა რაოდენობა, ისე ნდობა მის მიმართ, ან საბოლოოდ დაკარგავს ამ შანსს და გადავა სულის ღაფვის რეჟიმში. კენჭისყრა იქნება ფარული. ვერავინ ვერ გაიგებს ვინ ვის მისცა ხმა და იმედია დამარცხებული აღიარებს არჩევნების შედეგებს და მიულოცავს გამარჯვებულს. აუცილებლად გავიმარჯვებთ ღირსებით და სიმართლით!", - წერს მელია.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)