|
2023-01-26 15:28:23, 833 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი - ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, აუცილებელია, ბიზნესპროცესების მაქსიმალურად ჩანაცვლება ავტომატიზებული სისტემებით
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, აუცილებელია, ბიზნესპროცესების მაქსიმალურად ჩანაცვლება ავტომატიზირებული პროცესებით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას, ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის დანერგილმა სტანდარტებმა დადებითი როლი ითამაშეს საქართველოს საბაჟოს მზაობის კუთხით პანდემიის პერიოდში, როცა დოკუმენტების ფიზიკურად წარდგენის ნაცვლად, მონაცემთა ელექტრონულად წარდგენის პრაქტიკა სავალდებულოდ ამოქმედდა. „აღნიშნულმა განაპირობა პანდემიის პერიოდში საბაჟო პროცედურების შეუფერხებლად განხორციელება. ეს გაფიცრულებისკენ მიმართული მოდერნიზების გზის მხოლოდ დასაწყისი იყო. თანამედროვე მოთხოვნები უფრო მეტი და შინაარსობრივად უფრო რთული ამოცანების წინაშე გვაყენებს. აუცილებელია, ბიზნესპროცესების მაქსიმალურად ჩანაცვლება ავტომატიზირებული პროცესებით, ცხადია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. დღეს წარმოგიდგენთ ასეთ საინტერესო პროექტს - პირველ ციფრულ მებაჟე ოფიცერს და ვიმედოვნებ, რომ ისიც წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ ამოცანებს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)