|
2023-01-26 15:18:16, 1157 ნახვა
პოლიტიკა
ხუციშვილი - 2023 წელს სატრანზიტო სფეროში ევროკავშირის კონვენციებთან საქართველოს მიერთებისა და ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის ამოქმედება იგეგმება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს საბაჟო კოდექსი ევროკავშირის საბაჟო კოდექსთან დაახლოების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. მისი თქმით, საბაჟო მიმართულებით 2023 წელში იგეგმება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის ფინალური ეტაპის დაწყება. „ეს არის საერთო ტრანზიტის კონვენციასთან მიერთების მიზნით, სატრანზიტო სფეროში ევროკავშირის კონვენციებთან საქართველოს მიერთებისა და ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ამოქმედება. იმედი მაქვს, რომ ფუნქციონალური გახდება ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის კიდევ ერთი ქმედითი პლატფორმა, რომელიც საქართველოს საავტომობილო სატრანსპორტო სექტორში მნიშვნელოვანი ინვესტიციების კატალიზატორი გახდება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მან, ასევე, ისაუბრა ინტელექტუალური საკუთრების სასაზღვრო დაცვის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე. მისი თქმით, ამ მიმართულებით საბაჟო ადმინისტრირების პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია საბაჟო-კერძო თანამშრომლობის მექანიზმებს. „საბაჟო განუხრელად განაგრძობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვას ევროკავშირთან მიახლოებული კანონმდებლობით გათვალისწინებული პრინციპებიდან გამომდინარე. ასევე, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის ახალი სტატუსი, რომელიც ახლახან დაინერგა საქართველოში და ამ ეტაპზე 2 კომპანიას აქვს მიღებული აღნიშნული სტატუსი. იმისთვის, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს, აუცილებელია უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარების შეთანხმების გაფორმება, პირველ რიგში, ევროკავშირთან. მსურს, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და ვთხოვო ევროდელეგაციის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ხელი შეუწყონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარების შეთანხმების გაფორმების მაქსიმალურად დაჩქარებას", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)