|
2023-01-25 14:44:38, 984 ნახვა
პოლიტიკა
მაჭარაშვილი კასიანოვზე - სანამ მისი მოქალაქეებისგან ჩვენი დასაცავი არ გახდა, ცოტა ნორმალური განცხადებები გააკეთოს
დროა, სანამ მისი მოქალაქეებისგან ჩვენი დასაცავი არ გახდება, ცოტა ნორმალური განცხადებები გააკეთოს,- ასე პასუხობს ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულის მიერ გაკეთებულ განცხადებას. მაჭარაშვილმა ანდრეი კასიანოვის განცხადება ისევ "საქართველოს ომში ჩართვის მცდელობას" დაუკავშირა და დასძინა, რომ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებული ცდილობს საკუთარი მოქალაქეები "არეულობის მონაწილე" გახადოს. "ბოლო პერიოდში ბატონი კასიანოვი, სამწუხაროდ, ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ მგონი მას ჩვენგან დასჭირდება დაცვა საკუთარი მოქალაქეებისგან. მას არაფერი გამოუვიდა საქართველოს მოქალაქეებთან, საქართველოს მოქალაქეები პროვოკაციაში ვერ ჩაითრია და ახლა თავის მოქალაქეებს მიადგა და ახლა სურს, მათ გადაადგმევინოს ეს ნაბიჯი, რომ როგორმე, აქ არეულობა მოხდეს. საქართველოში რამდენიმე ათეულ-ათასობით საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც კარგად გრძნობენ აქ თავს. რაც შეეხება უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციას, მე მინდა ბატონ კასიანოვს შევახსენო, რომ გეოგრაფიულად ცოტა გადახედოს ევროპის ტერიტორიებს. უკრაინის მილიონობით მოქალაქე ცხოვრობს ევროპის სახელმწიფოში და რუსეთის ფედერაციის მილიონობით მოქალაქე ცხოვრობს ევროპის სახელმწიფოებში და თუ ეს რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები ევროპაში არ ჩხუბობენ, რატომ უნდა, რომ იჩხუბონ საქართველოში? ევროპაში წასულ მილიონ მოქალაქეს, იქიდან ევაკუაციას სად გაუკეთებს, რომელ ქვეყანაში? – დროა, სანამ მისი მოქალაქეებისგან ჩვენი დასაცავი არ გახდება, ცოტა ნორმალური განცხადებები გააკეთოს და დღემდე პასუხი არ არის გაცემული და განმარტოს, საქართველოდან რატომ არის უკრაინის ელჩი გაწვეული და ბელარუსიდან არ არის, რომელიც არის რუსეთის მოკავშირე, იქიდან არ არის ელჩი გაწვეული“,- განაცხადა მაჭარაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღდგენის შემთხვევაში, უკრაინა საქართველოდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას არ გამორიცხავს.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)