11:09 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-25 12:39:47, 1469 ნახვა

პოლიტიკა
კინზინგერი - „ქართული ოცნება“ რუსეთისადმი სიყვარულს აღარც მალავს, ძალიან სამწუხაროა

„ქართული ოცნება“ რუსეთისადმი სიყვარულს აღარც მალავს, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს. 

აღნიშნული კომენტარი ამერიკელმა კონგრესმენმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ CNN-ი  ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და გამოძიების დაწყება მოითხოვა. 

"„ქართული ოცნება“ რუსეთისადმი სიყვარულს აღარც მალავს. ძალიან სამწუხაროა",- წერს კონგრესმენი. 

ცნობისთვის, 18 იანვარს, CNN-ის ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტურობაზე ჰკითხა. ჟურნალისტმა მაგალითად მოიყვანა საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელიც რუსეთს სანქციებისგან გვერდის ავლაში ეხმარება. 

ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ არის გვერდის ავლის მცდელობები, რასაც არ შეეგუებიან. 

აღნიშნული განცხადების შემდეგ მმართველ პარტიაში აქტიურად დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული მედია " საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული".

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics