01:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-25 09:24:47, 1599 ნახვა

ომი უკრაინაში
პრაისი - უკრაინაში კორუფციის შემთხვევები აშშ-ის მიერ მიწოდებულ დახმარებასთან არ არის დაკავშირებული

კორუფციული ბრალდებები, რამაც ბოლო დღეებში უკრაინის მთავრობის წევრების გადადგომა გამოიწვია, შეერთებული შტატების მიერ მიწოდებულ მილიარდობით დოლარის სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებასთან არ არის დაკავშირებული,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას "არ აქვს ინფორმაცია უკრაინაში ამერიკული დახმარების ბოროტად გამოყენების შესახებ".

პრაისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მარაგი და სახსრები, რომლებსაც აშშ უკრაინას აწვდის, მკაცრ ზედამხედველობას ექვემდებარება.

”უკიდურესად სერიოზულად ვეკიდებით ჩვენს პასუხისმგებლობას, ამერიკული დახმარების ყველა ფორმის სათანადო ზედამხედველობას გადის”, - თქვა მან.

ამავდროულად, პრაისმა დასძინა, რომ რუსეთის შეჭრის შედეგად გამოწვეულმა განადგურებამ გაართულა იარაღის თვალყურის დევნება.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ აშშ მიესალმება ზელენსკის "სწრაფ და გადამწყვეტ მოქმედებებს" და მნიშვნელოვან ძალისხმევას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

ცნობისთვის, 24 იანვარს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო საკადრო გადაწყვეტილება, რომლითაც თანამდებობიდან მინისტრის 6 მოადგილე და 5 რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გაათავისუფლეს. 

თანამდებობა ასევე დატოვა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics