|
2023-01-24 13:34:31, 1646 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციონერი დეპუტატები ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით პარლამენტში 24 თებერვალს იბარებენ
საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები ანა ბუჩუკური, თეონა აქუბარდია და ხათუნა სამნიძე პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იბარებენ. აღნიშნულის შესახებ განცხადება დეპუტატებმა პარლამენტში ცოტახნის წინ გააკეთეს. თეონა აქუბარდიას თქმით, მათ ღარიბაშვილთან კითხვები აქვთ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე. „პრემიერ-მინისტრს, რომელსაც პასუხისმგებლობა აკისრია კონსტიტუციის წინაშე ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე და რომელიც არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს დაცული და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები იყოს წინ წასული. ჩვენ ვიბარებთ მას პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმისთვის, რომ გასცეს კითხვებს პასუხები - თუ რა ვითარებაა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის ერთი წლის თავზე საქარტველოს ეროვნულ უსაფრთხოებაში, რატომ არ იკრიბება ეროვნული უსაფრთხოების საბჭო დადგენილი წესით სამ თვეში ერთხელ მაინც, რატომ არ განიხილავს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს პრემიერი თავის სათათბირო საბჭოში, რატომ არ განაახლა პრემიერმა, რომელსაც პარლამენტში ჰქონდა დაპირება, რომ წარადგენდა ქვეყნისთვის აუცილებელ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტებს; სად არის დეოკუპაციის საერთო ეროვნული ხედვა, რომელზეც პრემიერი 2020 წლის პირობებში გვესაუბრებოდა და პარლამენტმა 2021 რეზოლუციით დავავალეთ მას, რომ ეს წარმოედგინა; რატომ არ აქვს საქართველოს დღემდე ჰიბრიდულ ომთან დაპირისპირების საერთო სტრატეგია, რომლის პირობაც პრემიერმა 2021 ანგარიშით დადო და პაარლამენტმა მოუწოდა და რატომ არის საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი „ქართული ოცნების“ პირობებში რეკორდულად შემცირებული 1,58%-ი; რას აკეთებს პრემიერ-მინისტრი იმისთვის, რომ ქვეყნის თავდაცვა იყოს იმ დონეზე, რა დონეზეც აუცილებელია ოკუპირებული ქვეყნისთვის და რას აკეთებს ის, რომ მოიზიდოს დახმარება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. კიდევ ერთხელ მიგვაჩნია, რომ პრემიერი უნდა წარსდგეს პარლამენტის წინაშე, რამდენადაც პარლამენტი განსაზღვრავს საგარეო და უსაფრთოების პოლიტიკის ამოცანებს და ყველა ის დაპირება, როგორც პარლამენტის წინაშე ისე საზოგადოების წინაშე, რაც უკავშირდება ეროვნულ უსაფრთხოებას მოგვახსენოს, რატომ არ შესრულდა ყველა ის დაპირება, რაც უკავშირდება უსაფრთხოებას”,- განაცხადეს დეპუტატებმა.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)