|
2023-01-23 12:03:42, 2193 ნახვა
პოლიტიკა
24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
24 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაწყებიდან ერთი წლის თავზე, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აღნიშნულის შესახებ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე დააანონსეს. როგორც პარტია „დროა" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა დაანახოს მსოფლიოს, რომ დგას სწორ გზაზე და ირჩევს ევროპული განვითარების მომავალს. "ჩვენ აქ შევიკრიბეთ განსხვავებული პროფესიის, ჯგუფის, პარტიების, არა პარტიების მქონე ხალხი, ვისაც გვაერთიანებს ერთი- ქვეყნის ღირსების, ევროპული პერსპექტივის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების საკითხი. ამიტომაც, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავდგეთ ერთად და ვთქვათ, რომ 24 თებერვალი, როდესაც რუსეთის იმპერია კიდევ ერთხელ დაესხა თავს დამოუკიდებელ ქვეყანა უკრაინას, ეს არის წყალგამყოფი. ეს არის არა მარტო უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის წყალგამყოფი, სადაც იყოფა ცივილიზებული მომავლის ქვეყნები, ადამიანები და წარსულის და ბოროტების რუსეთი, რომელსაც აღარ აქვს პერსპექტივა. აი, ამ წყალგამყოფში საქართველოს სათქმელი აქვს თავისი სიტყვა. ამიტომ 24 თებერვალს, რუსთაველზე კიდევე ერთხელ უნდა ვანახოთ, რომ მიუხედავად ჩვენი შეცდომებისა და განსხვავებისა, კრიტიკულ მომენტში, ჩვენ ვდგებით და ერთად ვამბობთ - საქართველოს აქვს ევროპული განვითარების მომავალი და საქართველო არ წავა წარსულში",- განაცხადა ხოშტარიამ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)