|
2023-01-22 16:22:18, 982 ნახვა
პოლიტიკა
ენმ-ის კასპის რაიონულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერენ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კასპის რაიონული ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერს. ამის შესახებ პარტიის წევრებმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. მათი თქმით, მელიას არჩევნებში კასპიდან არა მხოლოდ ორგანიზაციის წარმომადგენლების, არამედ ენმ-ის ამომრჩევლების სრული მხარდაჭერა აქვს. "არ იყო დრო, როდესაც პარტიაში თავმჯდომარის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. მაშინ, როდესაც ქვეყანაში არაერთი გამოწვევაა, მაშინ, როდესაც მესამე პრეზიდენტის თავისუფლებისა და ჯანმრთელობისთვის გვქონდა საბრძოლი, არ იყო დრო იმის, რომ პარტიაში ჩატარებულიყო შიდა თავმჯდომარის არჩევნები. თუმცა დგას ის რეალობა დღის წესრიგში, რომ ჩვენ ამ ბრძოლის ველზე უნდა გავიდეთ და შესაბამისად, ჩვენი რაიონული ორგანიზაცია, თითოეული აქტივი, თითოეული ამომრჩეველი სრულად მხარს ვუჭერთ ამ არჩევნებში ნიკა მელიას", - განაცხადეს ბრიფინგზე. შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. პარტიის არჩევნებში, რომელშიც მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, კენჭს ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იყრიან.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)