|
2023-01-22 13:49:20, 994 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - თუ კეზერაშვილს უნდოდა ნაყოფიას გაგდება პარტიიდან, რატომ ხვდება ნაყოფია მას - გვითხრას მელიამ
თუ დავით კეზერაშვილს უნდოდა კობა ნაყოფიას გაგდება პარტიიდან, გვითხრას ნიკა მელიამ - რატომ ხვდება ნაყოფია კეზერაშვილს, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ენმ-ის მოქმედი თავმჯდომარისა და თავმჯდომარეობის კანდიდატის განცხადებას. ხაბეიშვილი ნიკა მელიას მიმართავს, რომ განმარტოს, 2020 წელს, პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას რატომ ეწინააღმდეგებოდა. "როცა ის ლაპარაკობს არაფორმალურ მმართველობაზე და ვიღაცის გაგდებაზე პარტიიდან, რომ თურმე დავით კეზერაშვილი სთხოვდა, მაშინ გვითხრას ნიკა მელიამ რატომ ხვდება კობა ნაყოფია დავით კეზერაშვილს და რამდენიმე კვირის წინ რატომ ჰქონდათ შეხვედრა, ანუ არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობდნენ? და თუ დავით კეზერაშვილს უნდოდა კობა ნაყოფიას გაგდება პარტიიდან, მაშინ დღეს კობა ნაყოფია რატომ ხვდება მას? - გაგვცეს პასუხი. და მეორე მთავარ კითხვაზე გაგვცეს პასუხი - 2020 წელს რატომ იყო მიშა სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატურის წინააღმდეგი ენმ-დან? რატომ იყო, რომ ნიკა მელიას არ უნდოდა მიშა სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ენმ-დან. ამაზე გასცეს საზოგადოებას პასუხი და რატომ იმუქრებოდა, თუ მიშა სააკაშვილი იქნებოდა პრემიერობის კანდიდატი ენმ-დან, პარტიიდან წასვლით?" - ამბობს ხაბეიშვილი. შეგახსენებთ, ენმ-ის მოქმედმა თავმჯდომარემ და თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარტიაში მიმდინარე პროცესების უკან ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი დგანან. „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. პარტიის არჩევნებში, რომელშიც მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, მელიასა და ხაბეიშვილის გარდა, კენჭს ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძეც იყრიან.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)