|
2023-01-21 16:29:00, 943 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - 63 რაიონია საქართველოში. ნიკა მელიას მხარი სამმა პარტიულმა ორგანიზაციამ დაუჭირა
საქართველოში 63 რაიონია, ნიკა მელიას მხარი დაუჭირა სამმა პარტიულმა ორგანიზაციამ. კიდე მაქსიმუმ დაუჭიროს ყველაზე ბევრმა ხუთმა ორგანიზაციამ, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა. მისივე თქმით, ნიკა მელია ადამიანებს არ უნდა აყენებდეს უხერხულ მდგომარეობაში, უნდა ხვდებოდეს პარტიის წევრებს, უნდა ლაპარაკობდეს გაძლიერების, მოქმედების მოძრაობის გეგმებზე და არა თბილისიდან ბრიფინგის გამართვის დავალებებს იძლეოდეს. "შევახსენებ საზოგადოებას 63 რაიონია საქართველოში. ნიკა მელიას მხარი დაუჭირა სამმა პარტიულმა ორგანიზაციამ. კიდე მაქსიმუმ დაუჭიროს ყველაზე ბევრმა ხუთმა ორგანიზაციამ. ანუ 63-დან მას არანაირი მხარდაჭერა არ აქვს მინიმუმ ორმოცდაათში. ბრიფინგს ვუყურე, იქ მე ვერ დავინახე, იქ ვერ დავინახე ზუგდიდის პარტიის თავმჯდომარე ანი წითლიძე, ბატონი კონჯარია, რომელიც წარმოადგენს ენმ-ს პოლიტსაბჭოში და არის ზუგდიდის პარტიის დამფუძნებელი. ამ ადამიანებს კი არ უნდა აყენებდეს უხერხულ მდოგომარეობაში, უნდა ხვდებოდეს ამომრჩეველს, პარტიის წევრებს, უნდა ლაპარაკობდეს გაძლიერების, მოქმედების მოძრაობის გეგმებზე და არა თბილისიდან იძლეოდეს დავალებებს ბრიფინგის გამართვის. დარწმუნებული ვარ, ამას რომ მოისმენს იძულებული გახდება და წამოვა სამეგრელოში",- განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, დღეს ზუგდიდის ორგანიზაციის ნაწილმა ბრიფინგი გამართა, სადაც მხარდაჭერა პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გამოუცხადეს. ხოლო ზუგდიდის ორგანიზაციის მეორე ნაწილმა კი ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მანამდე გაკეთებული განცხადება მათთვის მოულოდნელი იყო და ისინი მხარს არა მელიას, არამედ ლევან ხაბეიშვილს უჭერენ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)