|
2023-01-20 16:38:36, 928 ნახვა
პოლიტიკა
„თქვენი პატიმრობა შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად“ - ჩერკასის საქალაქო საბჭო სააკაშვილს წერილს უგზავნის
უკრაინის ჩერკასის საქალაქო საბჭო, აღმასრულებელი კომიტეტი და მერი ანატოლი ბონდარენკო საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წერილს უგზავნის და რთულ პერიოდში თანადგომას უცხადებს. წერილში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უსამართლოა და შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად პროევროპული პოზიციის ქონის გამო. "პატივცემულო ბატონო მიხეილ სააკაშვილო! ჩერკასის საქალაქო საბჭო, აღმასრულებელი კომიტეტი და მერი ანატოლი ბონდარენკო გამოხატავენ თქვენს მიმართ პატივისცემასა და მხარდაჭერას იმ რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში, რომელშიც ახლა იმყოფებით. ჩვენ გთვლით მსოფლიო დონის პოლიტიკოსად, პროგრესულ და გამორჩეულ პიროვნებად. თქვენი პატიმრობა უსამართლოა და შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად თქვენი პროევროპული პოზიციისთვის. ახლა ყველა უკრაინელი რთულ პერიოდს გადის ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის გამო. მადლობას გიხდით უკრაინის მხარდასაჭერად თქვენი მტკიცე და ურყევი პოზიციისთვის, რაც არაერთხელ გამოგითქვამთ. ჩვენ გულწრფელად თანაგიგრძნობთ თქვენ და გისურვებთ იყოთ მამაცი და ძლიერი, ისევე როგორც ყველა უკრაინელი. გისურვებთ ძალას და გამძლეობას თქვენი ცხოვრების ამ მძიმე დღეებში. ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი და ჰუმანიზმი გაიმარჯვებს და რაც შეიძლება მალე მიიღებთ სასურველ თავისუფლებას. დაე, უკრაინული ჩერკასის ეს მეგობრული მისალმება დაგეხმაროთ თქვენს სიძნელეებში და შთაგაგონოთ იბრძოლოთ თქვენი სიცოცხლისთვის. იყავით ძლიერი, როგორც ზალიზნიაკის ათასი წლის მუხა ხოლოდნი იარში - უკრაინული თავისუფლების ტრადიციების სიმბოლო. დაე, მოგონებებმა ჩერკასის რეგიონის ამ წმინდა ადგილების შესახებ, რომელთა მონახულებაც გიყვარდათ, შეგმატოთ ბრძოლა, ენერგია და ნება. ჩვენ გვჯერა, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ აუცილებლად გვესტუმრებით ჩერკასიში, სადაც ყოველთვის გელით. ჩერკასი და მთელი უკრაინა თქვენთანაა! უფალმა დაგიფაროთ!",- ნათქვამია წერილში.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)