22:37 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-20 09:42:30, 1694 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენი ამოცანაა, გავაძლიეროთ ტერორისტული სახელმწიფოს განცდა, რომ უკრაინაში ვერაფერს მიაღწევს

ჩვენი ამოცანაა, გავაძლიეროთ ტერორისტული სახელმწიფოს განცდა, რომ უკრაინაში ვერაფერს მიაღწევს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა, აღნიშნული ამოცანის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი "თანამედროვე დასავლური ტანკებია", რომელთა მიწოდებაზეც უწყვეტი მოლაპარაკებები იმართება.

"ახლა ჩვენი სახელმწიფოს, ყველა ჩვენგანისა და ჩვენი პარტნიორების მთავარი ამოცანაა, ყოველდღიურად გავაძლიეროთ ტერორისტული სახელმწიფოს განცდა, რომ უკრაინაში ვერაფერს მიაღწევენ - რამდენი დროც არ უნდა დაუთმონ ომს, რამდენი ძალისხმევაც არ უნდა დახარჯონ, რამდენი მათი მოქალაქეც არ უნდა გაყარონ კრემლის ოსტატებმა ბრძოლის ველზეც.

ამ ამოცანის შესრულება შედგება სხვადასხვა ელემენტისგან, როგორც თავდაცვის, ისე პოლიტიკურისგან, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია ტანკები. თანამედროვე დასავლური ტანკები, რომელთა მიწოდებაზეც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ჩვენს პარტნიორებთან", - განაცხადა ზელენსკიმ და ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც ომში ჩართულ კიევს ტექნიკით უკვე დაეხმარნენ, მადლობა გადაუხადა.

უკრაინის ლიდერის თქმით, ახლა ყველას ყურადღება მიპყრობილია "ერთი ევროპული დედაქალაქისკენ", [იგულისხმება ბერლინი, გერმანია] რომელმაც ტანკებთან დაკავშირებით, "თანამშრომლობის ჯაჭვი" უნდა გააქტიუროს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics