22:30 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-19 16:59:20, 2154 ნახვა

ომი უკრაინაში
არახამია - რუსეთი წააგებს და სასამართლო დარბაზში ვნახავთ ყველას, ვინც ბრძანებებს გასცემდა და ასრულებდა

ჩვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და კიდევ ერთი ცუდი ამბავი საოკუპაციო ძალაუფლებისთვის, - ასე აფასებს უკრაინის რადას ფრაქციის "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც პუტინისა და ლუკაშენკოს გასასამართლებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას უჭერს მხარს. 

როგორც არახამია Telegram-ზე წერს, ეს არის ძალიან ძლიერი სიგნალი დასავლეთიდან, ვინაიდან უკრაინა გამარჯვებისთვის, ყველაფერთან ერთად, იურიდიულ მხარდაჭერას მიიღებს. 

"ევროპარლამენტმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და კიდევ ერთი ცუდი ამბავი საოკუპაციო ძალაუფლებისთვის.

უკრაინა მიიღებს ყველაფერს, რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის - იარაღს, ფინანსურ, პოლიტიკურ და იურიდიულ მხარდაჭერას.

რუსეთი წააგებს და აგებს პასუხისმგებლობას ბუჩაზე, მარიუპოლზე, დნეპრზე, ხარკოვზე, დონბასსა და ყირიმზე. სასამართლო დარბაზში ვნახავთ ყველას, ვინც ბრძანებებს გასცემდა და ასრულებდა.

ეს არის ძალიან ძლიერი სიგნალი დასავლეთიდან. ვირთხებს მაინც შეუძლიათ ბუნკერიდან თავის დაღწევა, მაგრამ განაჩენები აუცილებლად იქნება",- წერს არახამია. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა არასავალდებულო რეზოლუციას, რომელიც მოითხოვს სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების გასასამართლებლად. 

ევროპარლამენტი თვლის, რომ სპეციალური ტრიბუნალის შექმნა შეავსებს დიდ ხარვეზს საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუციურ სტრუქტურაში და უნდა ეფუძნებოდეს იმ სტანდარტებსა და პრინციპებს, რომლებიც ეხება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics