09:15 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-19 13:48:13, 1094 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე რუსეთთან ფრენების აღდგენაზე - ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის კარგიც იყოს

მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, ეს შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის კარგიც იყოს,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახი კალაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლებას მალე შეძლებს.

მისი თქმით, რუსეთში და პირდაპირი ფრენები ადამიანებს თუნდაც მიმოსვლაში დაეხმარება.

„ამასთან დაკავშირებით მე განცხადება უკვე გავაკეთე. თქვენ იცით, რომ ფრენები ცალმხრივად იყო შეზღუდული, საქართველო სანქცირებული იყო. თუ მათი [რუსეთის] მხრიდან ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, ეს შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის კარგიც იყოს. კარგი იმ თვალსაზირისითაც, რომ რუსეთში მილიონამდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში და პირდაპირი ფრენები ადამიანებს თუნდაც მიმოსვლაში დაეხმარება“,- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება.

ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს გამოსცა. ამის მიზეზი კი, საქართველოში 2019 წლის ივნისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციები გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics