|
2023-01-18 17:36:17, 3385 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი ლავროვის განცხადებაზე - დავაკვირდებით ვინ ეცდება განავრცოს და სიუჟეტები მიუძღვნას „ალტ ინფოს“ წამოწეულ თემას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისთვის "ალტ ინფოს“ მიერ დასმულ კითხვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საინტერესო იქნება ვის რა რეაქცია ექნება და ვინ განავრცობს აქ ამ საკითხს. „ჩვენი საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა, ან რა კითხვას დასვამს მოსკოვში „ალტ ინფოს“ წარმომადგენელი, ან რა პასუხს გასცემს მას ამ კითხვაზე ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება და ჩვენც ყურადღებით დავაკვირდებით ვინ როგორ გამოიყენებს და განავრცობს ამ თემას, როგორც კითხვის დასმას ასევე მასზე პასუხის გაცემას და რა ხანგრძლივობის სიუჟეტებს მიუძღვნიან ამას",- ამბობს დეპუტატი. მისივე თქმით, გამოვლინდება ვინ არიან საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის მოკავშირეები. „ვფიქრობ, რომ ესეც ერთგვარი ლუსტრაცია იქნება იმის, რომ ძალიან ხშირად ხდება, როდესაც ჰიბრიდული ომის სხვადასხვა ტექნოლოგიებს საქართველოს წინააღმდეგ სინქრონულად იყენებენ ხოლმე ერთის მხრივ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და მერე რადიკალური ოპოზიცია და ნაციონალური მოძრაობა“ - განაცხადა იონათამიშვილმა.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)