|
2023-01-18 14:04:20, 1042 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - კეზერაშვილმა შემოთვალა, ვინც ჩემს დაკრულზე იცეკვებს, დავაფინანსებო - მელიამ ცეკვის სხვა მიმდინარეობა აირჩია, ხაბე დათანხმდა
კეზერაშვილმა შემოთვალა, რომ ვინც ჩემს დაკრულზე იცეკვებს, დავაფინანსებო - მელიამ ცეკვის სხვა მიმდინარეობა აირჩია და არ დათანხმდა, ხაბე დათანხმდა ჯიგარია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას ვარაუდით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნების შედეგებით, ნიკა მელიას ლევან ხაბეიშვილი ჩაანაცვლებს. "აქ არის კეზერაშვილის ფულისთვის ბრძოლა. იმ ვაჟბატონმა [კეზერაშვილმა] შემოთვალა, რომ ვინც ჩემს დაკრულზე იცეკვებს, იმას დავაფინანსებო. მელიამ ეტყობა ცეკვის სხვა მიმდინარეობა აირჩია და არ დათანხმდა, ხაბე დათანხმდა, ჯიგარია... მელიას რომ ვუსმენდი, სიმართლე გითხრათ, შემეცოდა ის ადამიანი - რა დღეში ჰყოლიათ "ნაცებს". ის ახალი თაობა - ხაბეს ვეძახი მე ახალ თაობას - თურმე, ეყრდნობა ვის? მერაბიშვილს და ამით ამაყობს. მერაბიშვილი რომ არ უნდოდა საზოგადოებას, იმ ორი გვამის გამო, ბიზნესის რეკეტის გამო, ახალგაზრდების ჩაცხრილვის გამო, რეჟიმის ხერხემალი იყო ხომ, ამიტომ გააგდო "პანჩურით" 2012 წელს ქართულმა საზოგადოებამ... მე მგონია, რომ მელია აყირავებულია და ხაბე გვყავს დე ფაქტო და დე იურე და გაფორმდება 28-ში. მე მივულოცავ მას მერე, მომეცემა ამის საშუალება", - ამბობს ზარქუა. ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა თავმჯდომარემ და თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ გუშინ, 17 იანვარს "ტვ პირველის" გადაცემაში "რეაქცია" განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილს პარტიაში არაფორმალური გავლენის შეტანა სურს. „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. პარტიის არჩევნებში, რომელშიც მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, კენჭს ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იყრიან.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)