|
2023-01-18 12:51:47, 1158 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი ჟურნალისტებს - თქვენ დროს მედიასაშუალება იყო ოთხი და ოთხივე ჰქონდა ამოდებული სააკაშვილს საჯდომის ქვეშ
თქვენ დროს მედიასაშუალება იყო ოთხი და ოთხივე ჰქონდა ამოდებული სააკაშვილს საჯდომის ქვეშ, ეს იყო რეალობა,- ასე მიმართა ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნებზე საუბრისას. ვოლსკის განცხადებით, ვინც საქართველოში მედიის შეზღუდვაზე საუბრობს, ქვეყნისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს. „ის, რომ მედია იზღუდება საქართველოში, არის უტიფარი და ვინც ამას გაიმეორებს, მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი მიზანი ამოძრავებს, როგორმე ზიანი მიაყენოს საკუთარ ქვეყანას. ვინ შეზღუდა? ვინ არის შეზღუდული? ერთი მაგალითი მაინც მოიყვანეთ. თქვენ დროს მედიასაშუალება იყო ოთხი და ოთხივე ჰქონდა ამოდებული სააკაშვილს საჯდომის ქვეშ, ეს იყო რეალობა. ვერავინ ვერ შეძლებდა არათუ მედიის რეგისტრირებას, არამედ, რეგისტრირებას კი არა, ამ თემაზე ხმის ამოიღება რომ გაგებედა, წინასწარ უნდა ყოფილიყავი შეკრული ვინმესთან“,- განაცხადა ვოლსკიმ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)