|
2023-01-17 20:49:14, 1174 ნახვა
პოლიტიკა
გონჩარენკო არესტოვიჩის გადადგომაზე - სწორი ნაბიჯია არესტოვიჩისგან. მან საშინელი შეცდომა დაუშვა და საშინელ მდგომარეობაში ჩააყენა უკრაინა
სწორი ნაბიჯია ალექსი არესტოვიჩისგან. ჩემი აზრით, მან საშინელი შეცდომა დაუშვა და საშინელ მდგომარეობაში ჩააყენა უკრაინა, - ასე გამოეხმაურა რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის თანამდებობიდან გადადგომას. მისივე თქმით, არესტოვიჩის დაშვებული შეცდომა ძალიან მძიმეა, და როდესაც პირი მსგავს შეცდომას უშვებს, ის არ შეიძლება იყოს პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი. მან დასძინა, რომ არესტოვიჩს შეუძლია გააგრძელოს თავისი საქმიანობა, მაგრამ უკრაინის ოფიციალური წარმომადგენელი ვეღარასდროს იქნება. "სწორი ნაბიჯია ალექსი არესტოვიჩისგან. ჩემი აზრით, მან საშინელი შეცდომა დაუშვა და საშინელ მდგომარეობაში ჩააყენა უკრაინა, მას გამოეხმაურა რუსეთის პროპაგანდა, რომ ისინი არასდროს არ ესხმიან თავს სამოქალაქო შენობებს. და როდესაც ასეთ რაღაცას აკეთებ შენ არ შეიძლება იყო ოფიციალური წარმომადგენელი პრეზიდენტის ოფისის, უკრაინის წარმომადგენელი ვეღარ იქნები. ეს საკმაოდ დიდი შეცდომა იყო და ძალიან სწორი აღმოჩნდა მისი გადადგომა... მას შეუძლია გააგრძელოს თავისი მოღვაწეობა, მაგრამ უკრაინის ოფიციალური წარმომადგენელი ვეღარ იქნება", - განაცხადა გონჩარენკომ. რადას დეპუტატმა ოლექსიი გონჩარენკომ ხელმომწერების შეგროვება დაიწყო პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის, ოლექსი არესტოვიჩის თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის, დნეპრის დაბომბვის შესახებ მისი განცხადებების შემდეგ. ამის შემდგომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა და განაცხადა, რომ სურს, თანამდებობის დატოვებით საზოგადოებას ცივილიზებული ქცევის მაგალითი აჩვენოს
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)