|
2023-01-17 15:30:56, 932 ნახვა
პოლიტიკა
რურუა - მერაბიშვილისა და რუსული სპეცსამსახურების ურთიერთობის შესახებ დიდი ეჭვი არსებობს
ნიკა მელიას ებრძვიან რეტროგრადი მოხელეები მერაბიშვილის თამადობით, - ამის შესახებ "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა აცხადებს. რურუა, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში მხარდაჭერას ნიკა მელიას უცხადებს, სოციალურ ქსელში წერს, რომ მერაბიშვილისა და რუსული სპეცსამსახურების ურთიერთობის შესახებ "დიდი ეჭვი" არსებობს. "ნავალნის პოლიტიკაში მოსვლა განაპირობა მის სახლთან ახლოს დაგროვილმა ნაგავმა. მან გაარკვია, რატომ არ გაქონდათ ნარჩენები დროულად და თითქოს ამ უმნიშვნელო ფაქტის გარშემო აღმოაჩინა კორუფციის ზღვა, ოკეანე, რაც გახდა მისი პოლიტიკაში მოსვლის საბაბი. ახლა ჩვენთან რა ხდება - ნიკა მელიას ებრძვიან რეტროგრადი მოხელეები მერაბიშვილის თამადობით. პოლიტიკიდან წასული გამდიდრებული ადამიანი საზოგადოებისთვის უნდა გახდეს კეთროვანი-მიუღებელი. ივანიშვილსაც აწყობს მერაბიშვილის დაბრუნება მთავარ ოპოზიციურ ძალაში. პირად საუბრებში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მერაბიშვილი მიშა სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას. დიდი ეჭვი არსებობს მისი და რუსული სპეცსამსახურების ურთიერთობის შესახებ. აქ მოკლედ დავწერე მთავარი აქცენტები. მე ვუჭერ მხარს ნიკა მელიას, ვუსურვებ გამარჯვებას როგორც შიდა, ასევე მომავალ არჩევნებში", - წერს რურუა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. პარტიის არჩევნებში, რომელშიც მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, კენჭს ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იყრიან.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)