|
2023-01-16 18:02:40, 1029 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გამოქვეყნებული ანგარიშის გამო შეშფოთებულები ვართ
ყველა პატიმრის უფლებების დაცვა და პატივისცემა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გამოქვეყნებული ანგარიშის გამო შეშფოთებულები ვართ, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკმა განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან, და იმედოვნებენ იმედს, რომ საქმის წარმოება მალე დასრულდება. მან მოუწოდა საქართველოს მთავრობას, რომ, მათი პირდაპირი პასუხისმგებლობაა პატივი სცენ, როგორც ყველა პატიმრის, ასევე მიხეილ სააკაშვილის უფლებებს. "ყველა პატიმრის უფლებების დაცვა და პატივისცემა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გამოქვეყნებული ანგარიშის გამო შეშფოთებულები ვართ, მიმდინარე სასამართლო პროცესებს ყურადღებით ვაკვირდებით და ვიმედოვნებთ, რომ საქმის წარმოება მალე დასრულდება. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს, როგორც ყველა პატიმრის, ასევე მიხეილ სააკაშვილის უფლებებს, ეს მათი პასუხისმგებლობაა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო შეშფოთებული ვართ და ვიმედოვნებთ, რომ ის გაუმჯობესდება", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)