07:44 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-16 09:59:20, 995 ნახვა

საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. 

უწყების ცნობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეში, მოქალაქეს, ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის მახლობლად, ტყეში ჰქონდა მოწყობილი. საამქროს ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო ცაცხვის სახეობის 1 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი), 7 ერთეული პირველადი გადამუშავების პროდუქტი და ე.წ. ნაგვერდულები.  ამასთან, სამართალდამრღვევმა სარგვეთის ტყეში უკანონოდ მოჭრა მურყნის სახეობის 4 ერთეული ხე-მცენარე და მათგან მიღებული 10 მორის სახერხამდე უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა.  

„ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics