|
2023-01-15 13:44:58, 1155 ნახვა
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაცია თავმჯდომარეობის არჩევნებში მხარს ნიკა მელიას დაუჭერს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში მხარს ნიკა მელიას დაუჭერს. ამის შესახებ გიორგი კილაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" თითოეული წევრისთვის დღეს პირველი საზრუნავი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და 2023 წელს საქართველოში ოლიგარქიული რეჟიმის დასრულებაა. "ყველასთვის ცნობილია რა პროცესებში მიმდინარეობს პარტიაში. დღეს ქუთაისის ორგანიზაციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით, მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ, პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას და ვუსურვოთ წარმატებები არჩევნებში. მიგვაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" თითოეული წევრისთვის დღეს პირველი საზრუნავი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და 2023 წელს საქართველოში ოლიგარქიული რეჟიმის დასასრულია. ნიკა მელიას საარჩევნო შტაბს ქუთაისში უხელმძღვანელებს, გაგა მანაგაძე, ხოლო საორგანიზაციო მდივანი აღნიშნული შტაბის იქნება პაატა ღაჭავა", - განაცხადა გიორგი კილაძემ. ცნობისთვის, 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა და ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას გეგმავდა გიორგი ჩალაძეც, თუმცა მისი კანდიდატურა წარდგენიდან მალევე მოხსნა. 12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის ნონა მამულაშვილიც იბრძოლებდა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ პარტიაც და პარლამენტიც ოფიციალურად დატოვა იმ მოტივით, რომ "პარტიას სიახლე და გაჯანსაღება არ ეტყობოდა". „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)