07:23 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-13 19:44:45, 1260 ნახვა

პოლიტიკა
კულება - უკრაინა სწრაფად უნდა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი

„უკრაინა უკვე არის უსაფრთხოების დე ფაქტო დონორი ალიანსისთვის. ჩვენ ვიცავთ ევროატლანტიკურ სივრცეს და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ვხდებით.", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა ევროატლანტიკური საზოგადოების განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს ნატოს კოლექტიურ შესაძლებლობებსა და ალიანსის თავდაცვით შესაძლებლობებს, აქედან გამომდინარე უკრაინა სწრაფად უნდა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი, რაც უკრაინას და ალიანსის სხვა წევრებს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის.

„უკრაინა უკვე არის უსაფრთხოების დე ფაქტო დონორი ალიანსისთვის. ჩვენ ვიცავთ ევროატლანტიკურ სივრცეს და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ვხდებით. ძნელი წარმოსადგენია ევროატლანტიკური უსაფრთხოების ეფექტური დაცვა უკრაინის გარეშე, მისი სამხედრო პოტენციალის, ძლიერი და გამოცდილი არმიის გარეშე.

დარწმუნებულნი ვართ, რომ აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს იმის ფორმალიზება, რაც უკვე დიდი ხანია ფაქტი გახდა: უკრაინა ევროატლანტიკური საზოგადოების განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს ნატოს კოლექტიურ შესაძლებლობებსა და ალიანსის თავდაცვით შესაძლებლობებს. ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება უკრაინასა და ალიანსის წევრ სახელმწიფოებს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის“, - განაცხადა კულებამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics