|
2023-01-12 19:11:06, 1309 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარს გადაცდა და 70%-იანი ზრდა გვაქვს
"ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურია ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები, მათ შორის, სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და შარშანდელი წლის პირველი თერთმეტი თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარს გადაცდა, 70%-იანი ზრდა გვაქვს.", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, სომხეთში ვიზიტისას განაცხადა. მისივე თქმით, საკმაოდ მნიშვნელოვანი დინამიკა ფიქსირდება ტრანსპორტის, ლოგისტიკის და გადაზიდვების მიმართულებით. მან დასძინა, რომ ის ახალი შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს უჩნდება ევროპასთან დაკავშირების კუთხით, მაქსიმალურად „მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება. ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურია ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები, მათ შორის, სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და შარშანდელი წლის პირველი თერთმეტი თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარს გადაცდა, 70%-იანი ზრდა გვაქვს. ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი დინამიკა ფიქსირდება ტრანსპორტის, ლოგისტიკის, გადაზიდვების მიმართულებით, სადაც 30%-ზე მეტია ტვირთბრუნვა ქვეყნებს შორის. ასევე გაზრდილია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე აღდგენის დინამიკა შეინიშნება ტურისტული ნაკადების კუთხით. 700 000-მდე ვიზიტორი გვყავდა ჩვენ სომხეთის რესპუბლიკიდან 2022 წელს საქართველოში. ზოგადად, მზარდია ტურისტული ნაკადი და საქართველოს ტურისტულ ბაზრებს შორის სომხეთი მესამე ადგილს იკავებს. ასე, რომ თანამშრომლობის ბევრი მიმართულება აკავშირებს საქართველოს და სომხეთს ერთმანეთთან. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე. იმ პოტენციალზე და შესაძლებლობებზე, რომ ორივე ქვეყანამ შეიძლება აწარმოოს ელექტროენერგია, ხელი შევუწყოთ ერთმანეთის ენერგოდამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას და ასევე გამოვიყენოთ ის ახალი შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს უჩნდება ევროპასთან დაკავშირების კუთხით ელექტროენერგიის ტრანზიტის და ვაჭრობის კუთხით. ასე, რომ ეს დატვირთული დღის წესრიგი მომავალში თანამშრომლობის კარგ პერსპექტივებს ქმნის", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)