|
2023-01-11 21:25:07, 1049 ნახვა
პოლიტიკა
სამხარაძე - არავისთვის გადასაცემი იარაღი არ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ განვიცდით ამ იარაღის ნაკლებობას
“არავისთვის გადასაცემი იარაღი არ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ განვიცდით ამ იარაღის ნაკლებობას და იგივე საფრთხეების წინაშე ვდგავართ, რაც აქვს დღეს უკრაინას.”, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, რაიმე რომ მოხდეს, საქართველოს გვერდში მდგომი არავინ ჰყავს საკუთარი თავის გარდა. მან დასძინა, რომ საქართველო უკრაინას ყველანაირად დაეხმარება, დიპლომატიურ, ჰუმანიტარულ, პოლიტიკურ საკითხებში, მაგრამ შეიარაღებულ დახმარებას ვერ აღმოუჩენს. “რაც შეეხება კასიანოვის განცხადებას, ეს არანაირი სკანდალი არაა. ეს არის ჩვეულებრივი თითიდან გამოწოვილი ფაქტი, რომ ვითომ ჩვენ 2007 წელს უსასყიდლოდ გადმოგვეცა იარაღი უკრაინისგან. ჩვენ მოვისმინეთ თავდაცვის სამინისტროსგან, რომ არანაირი უსასყიდლოდ გადმოცემა არ ყოფილა. ამ შეიარაღებაში ჩვენმა სახელმწიფომ გადაიხადა ფული. გასაგებია, რომ უკრაინას შეიძლება ჰქონდეს სურვილი, რომ საქართველომ მას მიაწოდოს იარაღი, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ომშია და ყველა საშუალებებით ეძებს იარაღს. მეორე საკითხია - ჩვენ, საზოგადოება, ხომ ვთანხმდებით, რომ არავისთვის გადასაცემი იარაღი არ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ განვიცდით ამ იარაღის ნაკლებობას და იგივე საფრთხეების წინაშე ვდგავართ, რაც აქვს დღეს უკრაინას - ეს არის რუსული ოკუპაცია. ღმერთმა დაიფაროს, რაიმე რომ მოხდეს, საქართველოს საკუთარი თავის გარდა დღეს დამცველი არავინ ჰყავს. ჩვენ არ გვფარავს არც ნატოს უსაფრთხოების ქოლგა და არც სხვა უსაფრთხოების სისტემები. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ დავეხმარებით უკრაინას ყველანაირად, დიპლომატიურ, ჰუმანიტარულ, პოლიტიკურს დახმარებას აღმოვუჩენთ, მაგრამ შეიარაღებულ დახმარებას ვერ აღმოვუჩენთ“, - განაცხადა სამხარაძემ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)