|
2023-01-11 10:27:33, 1499 ნახვა
პოლიტიკა
DRI - „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის მე-8 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმაც არ შეუსრულებია
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" (DRI) განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის მე-8 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმაც არ შეუსრულებია. როგორც ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, ევროკომისიის მე-8 რეკომენდაცია ხაზგასმით მოითხოვს 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემას, თუმცა მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ დაგეგმილი ძალადობის ორგანიზატორების იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მისაცემად გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ "ქართული ოცნების" გეგმაში არაფერია მითითებული. "ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს განაცხადზე ევროკომისიის მე-8 რეკომენდაცია მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვას და ძალადობის ფაქტებზე ეფექტიან რეაგირებას ითხოვს. ევროკომისია მე-8 რეკომენდაციაში არაორაზროვნად უთითებს მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ დაგეგმილი ძალადობის ორგანიზატორების იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული რეკომენდაცია ევროკომისიამ 2022 წლის 7 სექტემბერს კიდევ ერთხელ დააზუსტა, როდესაც ხაზგასმით მოითხოვა 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემა. მიუხედავად ამისა, გეგმაში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად წარმოადგინა, მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ დაგეგმილი ძალადობის ორგანიზატორების იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მისაცემად გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ არაფერია მითითებული. გეგმა მხოლოდ „ყველა შესაბამისი საქმის გამოძიების შესახებ“ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ვალდებულებით შემოიფარგლება, რაც ავიწროებს ევროკომისიის რეკომენდაციას და სრულად არ შეესაბამება მის სულისკვეთებასა და შინაარსს. მმართველი პარტიის მიერ საკუთარი გეგმის შესრულების პროგრესის განსასაზღვრად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საქართველოს პარლამენტს მიმართა. პასუხად გეგმის შესასრულებლად „აქტიურად მუშაობის“ დასტური და „ახლო მომავალში“ უფრო კონკრეტული ინფორმაციის მიღების დაპირება მივიღეთ. ამ დრომდე ღია წყაროებში არ იძებნება ევროკომისიის მე-8 რეკომენდაციის შესრულების კუთხით საქართველოს პარლამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის მე-8 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმაც არ შეუსრულებია",- ნათქვამია განცხადებაში.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)