|
2023-01-10 21:14:43, 1016 ნახვა
პოლიტიკა
ბილ ბროუდერი - თუ სააკაშვილი მოკვდება, მათ წინ მძიმე ცხოვრება ელოდებათ
"ეს ქართველ პოლიტიკოსებს დიდ თავის ტკივილს გაუჩენს, იმედი მაქვს, რომ ადამიანები, რომლებიც ახლა გადაწყვეტილებებს იღებენ, შეწყვეტენ ასეთ ქმედებას, რადგან თუ სააკაშვილი მოკვდება, მათ წინ მძიმე ცხოვრება ელოდებათ.", - ამის შესახებ ბრიტანელმა ფინანსიტმა ბილ ბროუდერმა, TV პირველთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, მმართველი ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს აწამებს, ეს მარტივად შესამჩნევია გამოქვეყნებული ფოტოებიდანაც, ხოლო პროკურატურა აფერხებს მის მოთხოვნას, რომ მიიღოს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა. მან დასძინა, რომ ალბათობა დიდია იმისა, რომ ციხის ექიმებიც ჩართულნი არიან მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო აქტივობებში და ასევე მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც გასცემენ ბრძანებებს. "ეს ქართველ პოლიტიკოსებს დიდ თავის ტკივილს გაუჩენს, იმედი მაქვს, რომ ადამიანები, რომლებიც ახლა გადაწყვეტილებებს იღებენ, შეწყვეტენ ასეთ ქმედებას, რადგან თუ სააკაშვილი მოკვდება, მათ წინ მძიმე ცხოვრება ელოდებათ. აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ. ეს ფოტოებიდანაც ჩანს და არ არის საჭირო იყო სამედიცინო ექსპერტი, რომ ეს დაინახო. უფრო საინტერესო ის არის, თუ ვინ არის პასუხიმგებელი, რადგან პროკურორები აფერხებენ მის თხოვნას, მიიღოს სამედიცინო მკურნალობა. ციხის ექიმებიც ალბათ ჩართულები არიან არასათანადო აქტივობაში და მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც გასცემენ ბრძანებებს. რაც უფრო მეტია ასეთი ინფორმაცია, მეტად სავარაუდოა, რომ შევქმნათ დროებით, როგორც ჩვენ ვეძახით "სააკაშვილის სია", სადაც შევიყვანთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამას აკეთებენ. ეს დაუჯერებლად ბოროტი ქმედებაა. ეს არის ჰუმანიტარული საკითხი და ყოველდღიურად ჩვენ ვისმენთ საქართველოს მთავრობისგან, რომ ჯიუტად არ ათავისუფლებენ და არ აგზავნიან სამკურნალოდ ევროპაში. ამგვარად საქართველო ანადგურებს მის რეპუტაციას საერთაშორისო დონეზე", - განაცხადა ბროუდერმა.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)