|
2023-01-10 15:08:41, 924 ნახვა
პოლიტიკა
მაჭარაშვილი ჰოჯესზე - ყველამ თავისი ემოციები დაიოკოს, ჩვენთვის არ არის საინტერესო ვინ რას ხედავს უცხოეთიდან
ყველამ დაიოკოს თავისი ემოციები და თუ არ იცის სწორი სურათი, კომენტარს მაინც ნუღარ გააკეთებს, - ასე აფასებს ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებას. მაჭარაშვილის თქმით, ქვეყნისთვის საინტერესო არ არის ვინ რას ხედავს უცხოეთიდან, რადგან მთავარია საზოგადოების აზრი. "ეს ჩვენი პრობლემა არ არის, ვინ რას ხედავს და ვის როგორი მხედველობა აქვს, ეს ჩვენი პრობლემა არ არის. მთავარია, რომ საქართველოს საზოგადოება ხედავს იმას, რაც ხდება დღეს საქართველოში და სწორი პოლიტიკა აქვს არჩეული ხელისუფლებას, საზოგადოებას რაც მთავარია, რომ ჩვენ გვინდა ცივილიზაციასთან, ევროპასთან, ამერიკასთან ურთიერთობა, მაგრამ არა საქართველოს სუვერენიტეტის ხარჯზე, არა ომის ხარჯზე. ყველამ დაიოკოს თავისი ემოციები და თუ არ იცის სწორი სურათი, კომენტარს მაინც ნუღარ გააკეთებს. ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო ვინ რას ხედავს და ვინ რას არ ხედავს უცხოეთიდან, მითუმეტეს არასამართლიანად",- განაცხადა მაჭარაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა საქართველოზე საუბრისას განაცხადა, არ არსებობს რისკი ომში ჩართვისა, მაგრამ მნიშვნელოვანია, საქართველო დადგეს ისტორიის სწორ მხარეს. მისივე თქმით, ქვეყანაში ჟურნალისტს პოლიტიკური მიზეზებით თუ აპატიმრებენ, ამის გამო, შეშინებული უნდა იყვნენ სხვა ჟურნალისტებიც.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)