|
2023-01-08 11:01:32, 966 ნახვა
პოლიტიკა
პოდოლიაკი - საქართველოს მთავრობას ოფიციალურად ვთავაზობთ, რომ გადმოგვცენ სააკაშვილი - თუ გინდათ, პირდად ჩამოვალ და წამოვიყვან
უკრაინა საქართველოს მთავრობას ოფიციალურად სთავაზობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გადმოგვცენ - თუ გინდათ, პირდად მე ჩამოვალ და წამოვიყვან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. პოდოლიაკმა იულია ლატინინას გადაცემაში საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ მმართველი პარტია, რომელიც ექსპრეზიდენტს მიზანმიმართულად აწამებს და რომელსაც რუსეთი ძალიან მოსწონს, ისტორიაში შავი ასოებით არ ჩაეწეროს. "უკრაინა საქართველოს მთავრობას ოფიციალურად სთავაზობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გადმოგვცენ. ექსპრეზიდენტის მიმართ დიდი პატივისცემით ვართ განწყობილი. საქართველოს ისტორიისა და პოსტსაბჭოთა სივრცისთვის ის მნიშვნელოვანი და ისტორიული ფიგურაა. საქართველოს მთავრობისგან ოფიციალურად ვითხოვთ, რომ სააკაშვილს უკრაინაში მკურნალობის უფლება მიეცეს. თუ საჭიროდ არ თვლიან, რომ უკრაინის მოქალაქე უკრაინას გადასცენ, მაშინ გადაიყვანონ მესამე ქვეყანაში, სადაც იმ საჭირო სამედიცინო მკურნალობას მიიღებს, რომელიც საქართველოში ვერ მიიღო. ამას ხშირად ვიმეორებთ დიპლომატიური არხებით. პრეზიდენტი ზელენსკიც ხშირად საუბრობს ამაზე. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობას სურს, ისტორიაში შავ ლაქად დარჩეს, რომელმაც მიზანმიმართულად აწამა პრეზიდენტი. მოვუწოდებ მმართველ პარტიასა და მის დეპუტატებს, რომლებსაც ძალიან მოსწონთ რუსეთი, არ ჩაეწერონ ისტორიაში შავი ასოებით. ისეთი ერისთვის, როგორიც ქართველი ერია, ეს არ შეიძლება. თუ გინდათ, პირადად მე ჩამოვალ და წამოვიყვან [სააკაშვილს], პრობლემა არ არის. უბრალოდ მინდა, საქართველოს მთავრობის მოტივაცია გავიგო, რატომ არ უნდათ უკრაინის მხარეს დადგნენ, სწორი არჩევანი მაინც გააკეთონ. სააკაშვილის უკრაინისთვის ან მესამე ქვეყნისთვის ჰუმანიტარული თვალსაზრისით გადაცემა თვით საქართველოსთვის ძალიან კარგი იქნება", - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)