|
2022-12-29 18:25:32, 1270 ნახვა
პოლიტიკა
გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა
არ ვიცი მე ეს განზრახ ხდება თუ როგორ ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი, რომელიც იკითხება, ზის კალიფორნიაში, არის 83 წლის და არ ვიცი, გაუთავებლად გრძელდება ეს დაკითხვა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომელმაც პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესი დატოვა. მისივე თქმით, მოცემული პროცესი რეტროსპექტულად უკან გადათვლით ხდება, მათ იციან თუ როდის გაისინჯა სააკაშვილი და როდის ჩატარდა კვლევა, აქედან გამომდინარე ცდილობენ მაქსიმალურად გააჭიანურონ პროცესი, რათა ნივთიერებების ორგანიზმიდან კლება და შემდგომ გაქრობა მოხდეს. "არ ვიცი მე ეს განზრახ ხდება თუ როგორ ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი, რომელიც იკითხება, ზის კალიფორნიაში, არის 83 წლის და არ ვიცი, გაუთავებლად გრძელდება ეს დაკითხვა... გაუთავებლად. ნორმებზე რომ ედავებოდნენ, უკან გადათვლა ხდება, აი ნახეთ, რეტროსპექტულად, ეს ხდება უკან გადათვლით, რომელიც იმ დროს არის, როცა გაისინჯა, ის უკვე აღარ შეესაბამება. იკლებს, კლებას იწყებს მერე, ქრება ის... და იმის მიხედვით იციან, რამდენი აკლდება დღეში და იმის მიხედვით ანგარიშობენ. აი, იმ დრომდე აყავთ, როცა მოხდა..." - განაცხადა გიული ალასანიამ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)