|
2022-12-28 16:32:55, 829 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს - აქ რომ მოვარდით, ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, სად იყავით 2007-ში?
მე ძალიან მაინტერესებს და მაქვს კითხვები, აქ რომ მოვარდით, ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, სად იყავით 2007-ში?,- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან იმ აქციის მონაწილეებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აპროტესტებენ. პრეზიდენტის ამ განცხადებას აქციაზე ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მას აღარ უსმენდნენ და სიტყვით გამოსვლა შეწყვიტა. „მე ძალიან მაინტერესებს მე მაქვს ჯერ კითხვები, აქ რომ მოვარდით, ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩემ შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები, სად იყვნენ როცა ვიდექი ქუჩაში და სად იყვნენ?, მე გეტყვით სად იყვნენ ისინი ვინც მესიჯბოქსებს ავრცელებენ დღეს, იყვნენ ან მიშას შტაბში, ან კარგად მოკალათებული სხვადასხვა თანამდებობებზე, ან იყვნენ "ქართუ ბანკში", ისინი ვინც დღეს მესიჯბოქსით ავრცელებენ თურმე იციან მე რას გავაკეთებ, თურმე იციან როდის გავაკეთებ და თურმე იციან რატომ გავაკეთებ. მე მინდა კიდევ ერთი რამე გითხრათ, ვინ შეიწყალა, მე შევიწყალე მურუსიძე, ჩინჩალაძე, მე შევიწყალე?! თუ მე განვაწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მათ. ეს არა არის შეწყალება? და სადა ხართ, როდის გააპროტესტეთ? სად იყავით. ესენი არიან თავთავიანთ ადგილებზე სადაც არიან“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)