|
2022-12-28 14:20:11, 780 ნახვა
პოლიტიკა
კობერიძე კალაძეს - რატომ მიეცით სააკაშვილს საშუალება, მეორე ვადითაც მოსულიყო? თუ პოლიტიკურად კარგად იყავით და არ გაინტერესებდათ?
პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრმა, ცოტნე კობერიძემ თბილისის საკრებულოში მისულ კახა კალაძეს სამი შეკითხვით მიმართა. კობერიძემ თბილისის მერს ვაკის პარკის ტრაგედიაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოსთხოვა და მეტროსადგურებში არსებული ვითარება შეახსენა. გარდა ამისა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა კახა კალაძეს დაუსვა კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ ზის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში. "ბატონო კახა, ვიცი, რომ სტადიონზე გულშემატკივრები და ფანები გეხმარებოდათ ემოციურად და კარგი იყო, მაგრამ საკრებულოში რატომ დაგჭირდათ ტაშის დამკვრელები? ტაშის დამკვრელების გარეშე თავს სუსტად გრძნობთ თუ ფანები აქ რატომ გჭირდებათ? ეს პირველი კითხვა. კითხვა მეორე ეხება მარიტას, მარიტას საკითხს და მის ამბავ. როგორც მეურვედ, რა უნდა ქნათ იმაზე მეტი, რის მერეც იგრძნოთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას? და რას ვგულისხმობ, თქვენ მიერ გახსნილ პარკში დაპატიჟეთ ადამიანები, იქ რომ არაფერი მომხდარიყო, თქვენ პოლიტიკურ ქულებს, ცხადია, ჩაიწერდით "რა კარგი პარკი გაგვიხსნა კახიმ" , მაგრამ ამ ტრაგედიის მერე მხოლოდ გამოძიებაზე რატომ საუბრობთ? პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე რატომ არ საუბრობთ? მერიაში თქვენზე გაცილებით დაბალმა თანამდებობის პირმა რომ იგრძნო პასუხისმგებლობა და ის თუ გადადგა, თქვენ რატომ არ გადადექით? თქვენ რატომ არ იგრძენით ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა? ერთხელ მაინც თუ ყოფილხართ მეტროთი ახმეტელიდან საკრებულომდე დაცვის გარეშე? და თუ აღმოგიჩენიათ, რომ შესასვლელთან პოლიციელმა შეიძლება, გაგჩხრიკოთ? რომ შეხვალთ, რომ გაატარებთ ბარათს, იქ შეიძლება, ოთხი კაცი მოვიდეს და აფერისტად ჩაგთვალოს და შეგიმოწმოს ის ბარათი Free Rider-ი ხომ არ ხარ, მერე ესკალატორი ხშირ შემთხვევაში შეიძლება, გაჩერდეს. მეორე ხაზზე რომ გადახვალთ, არ ვიცი, თუ შეგიმჩნევიათ, არ ვიცი, შეიძლება, მწყემსები დაგხვდნენ, რომლებიც დაგიწყებენ - "შენ იქით წადი", "შენ აქეთ წამოდი", მიგრეკავენ და მოგრეკავენ. ეს რაღაცები თუ შეგიმჩნევიათ? და კიდევ მაინტერესებს - სააკაშვილი რომ ზის ციხეში, თქვენი აზრით, იმ დანაშაულების გამოც ზის, რაც 2007-მდე ჩაიდინა? და თუ კი, რატომ მიეცით მას საშუალება, რომ მეორე ვადითაც მოსულიყო და ხალხს რატომ მოუწოდეთ, რომ ხმა მიეცათ. თუ პირველ ვადაშიც დამნაშავე იყო, მაგრამ არ გაინტერესებდათ, რადგან პოლიტიკურად კარგად იყავით?",- განაცხადა კობერიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს. კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ და განსახორციელებელ მნიშვნელოვან პროექტებს განიხილავს. გარდა ამისა, საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)