|
2022-12-27 20:53:52, 844 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი სააკშვილზე - პოლიტიკაზე წინ უნდა დავაყენოთ ის, რაც სწორია ამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის
რჩება განცდა, რომ ხალხს ავიწყდება, რომ ადამიანის სიცოცხლეა საფრთხის წინაშე. ჩვენი კონსტიტუციაც, ჩვენი საერთო ღირებულებებიც ადამიანის უფლებების დაცვაზე ნიშნავს, რომ პირველ ადგილზე, პოლიტიკაზე უნდა დავაყენოთ ის, რაც სწორია ამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის, - განაცხადა ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანი. მისივე თქმით, შეერთებული შტატები ფოკუსირებულია სააკაშვილის მდგომარეობაზე, და არსებობს მნიშვნელოვანი ინსტიტუტები საქართველოში, როგორიცაა სახალხო დამცველის ოფისი, რომელიც იცავს საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებას, პოლიტიკური აფილირებისა თუ სქესის მიუხედავად და სარგებლობს ნდობით. "ყველა ფოკუსირებულია ბატონი სააკაშვილის მდგომარეობაზე, მათ შორის შეერთებული შტატები, ჩვენი საელჩო. არსებობს მნიშვნელოვანი ინსტიტუტები საქართველოში და დიდი ნდობა გვაქვს სახალხო დამცველის ოფისის მიმართ, რომელიც იცავს საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებას, პოლიტიკური აფილირებისა თუ სქესის მიუხედავად. ყურადღებით ვადევნებთ თვალს, რას ამბობს სახალხო დამცველი სააკაშვილის საქმის შესახებ. საქართველოს გაუმართლა, რომ ასეთი გაბედული სახალხო დამცველი ჰყავდა ნინო ლომჯარიას სახით. ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტები და სწორედ ამ ფაქტების დადგენას ცდილობდა სახალხო დამცველი. ბევრი რამ დგას რისკის წინაშე, ზოგჯერ რჩება განცდა, რომ ხალხს ავიწყდება, რომ ადამიანის სიცოცხლეა საფრთხის წინაშე. ჩვენი კონსტიტუციაც, ჩვენი საერთო ღირებულებებიც ადამიანის უფლებების დაცვაზე ნიშნავს, რომ პირველ ადგილზე, პოლიტიკაზე უნდა დავაყენოთ ის, რაც სწორია ამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჩემი აზრით, მთავრობა აღიარებს პასუხისმგებლობას, რომ სააკაშვილმა უნდა მიიღოს ის მზრუნველობა, რაც სჭირდება" - განაცხადა დეგნანმა.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)