|
2022-12-27 18:28:35, 875 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - საქართველომ წელს მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა ბიუჯეტის გამჭირვალობის მიმართულებით
ჩვენ წელს მსოფლიოში პირველი ადგილი დავიკავეთ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი მიღწევა არის ჩვენი მთავრობის და ზოგადად ეს მიუთითებს ჩვენი მთავრობის ღიაობაზე და გამჭვირვალე მუშაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, 10 წლის წინ, საქართველო შეზღუდული გამჭვირვალობის ქვეყნებს მიეკუთვნებოდა. 2015 წლიდან ქვეყანამ გადაინაცვლა მნიშვნელოვნად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში, 2017 წლიდან კი - სრულიად გამჭვირვალე ქვეყნებს შორის, ხოლო 2022 წელს საქართველომ მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა ბიუჯეტის გამჭირვალობის მიმართულებით. "ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, 10 წლის წინ, საქართველო შეზღუდული გამჭვირვალობის ქვეყნებს მიეკუთვნებოდა. 2015 წლიდან გადავინაცვლეთ მნიშვნელოვნად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში, ხოლო 2017 წლიდან ვართ სრულიად გამჭვირვალე ქვეყნებს შორის და იცით, რომ ჩვენ წელს მსოფლიოში პირველი ადგილი დავიკავეთ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი მიღწევა არის ჩვენი მთავრობის და ზოგადად ეს მიუთითებს ჩვენი მთავრობის ღიაობაზე და გამჭვირვალე მუშაობაზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)